სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობა დიკას ბიზნესის განვითარების სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ, როგორც მოდის ინდუსტრიის აქტიური მონაწილე, ვაცნობიერებთ, რომ დღეს წესების ეთიკური დაცვა და მიმდინარე პროცესებში ჩართულობა, პასუხისმგებელი პოზიციის არჩევა, ერთადერთი გზაა მდგრადი ბიზნესის შესაქმნელად.

გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვა, წარმოებისა და პროდუქციის გადანაწილების პროცესში პროდუქციისადმი ეთიკური დამოკიდებულება, ინოვაციები, გამჭირვალობა და პასუხისმგებლობიანი მენეჯმენტი - ეს მომხმარებლებისა და დღევანდელობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ჩვენი არჩეული სტრატეგიაა.

ჩვენი ნამუშევარი, მთლიანად წარმოების პროცესი და ტექსტილის პროდუქტები, რომლებსაც გთავაზობთ, სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებისთვის: ISO 9001:2015, ISO 14001:2015, ISO 45001:2018, SA8000:2014, OHSAS 18001:2017. Company certificates comprise also: OEKO-TEX® Standard 100, OEKO-TEX® Step, FSC, Canopy Style, GRS (Global Recycling Standard), RWS (Responsible Wool Standard), THE WOOLMARK COMPANY, OCS (Organic content standard), BCI (Better Cotton Initiative), ECOLABEL EU, Higg Index, CCS (Content Claim Standard), DETOX, ZDHC Gateway. ბრენდის სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხში დიკა, როგორც ტექსტილის ინდუსტრიაში საერთაშორისო ლიდერის E Miroglio EAD-ის წევრი, სამ ძირითად კომპონენტს იზიარებს. სწორედ ამ კომპონენტებზე ვრცელდება წამყვანი საერთაშორისო სერტიფიკატებიც:

I. პასუხისმგებლობა მომხარებლების წინაშე
II. შესაფერისი სამუშაო გარემო
III. ქსოვილების ხარისხი

პასუხისმგებლობა მომხმარებლების წინაშე

დიკაში სრული კონტროლია ჩვენივე კოლექციების წარმოების მთელ ციკლზე. ამასთან, გამოყენებული მასალების 95% ევროპაში, ჩვენსავე ქარხნებში იწარმოება (ბულგარეთი, იტალია და სერბეთი). წარმოების დაწყებამდე აუცილებლად წინასწარ გვაქვს გათვლილი დასამზადებელი პროდუქტების ოპტიმალური რაოდენობა და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ტექსტილის რესურსების ნარჩენების ტყუილად დახარჯვის შემთხვევები მაქსიმალურად შევამციროთ - მივდევთ ე.წ upcycling-ის პრინციპს. გარდა ამისა, ჩვენ არ ვანადგურებთ წინა კოლექციებიდან შემორჩენილ ტანსაცმელსა და აქსესუარებს.

შესაფერისი სამუშაო გარემო

დიკას თითოეული თანამშრომელი ჩვენი ბიზნესის ყველაზე ძვირფასი და ღირებული ნაწილია. ისინი უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოში მუშაობენ - სწორედ ურთიერთპატივისცემასა და ეთიკურობაზე დამყარებული კავშირებით იქმნება შესაფერის სამუშაო გარემოც. წარმოების პროცესში არ გამოიყენება მავნე ან გამაღიზიანებელი ქიმიკატები. ჩვენ ვქმნით ტანსაცმელს თქვენთვის, ჩვენი მომხმარებლებისთვის, წარმოების პროცესში კი უმცირეს დეტალებზე ვამახვილებთ ყურადღებას. ეს პროცესი მიმდინარეობს ევროპული კანონმდებლობისა და მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაო საათების დაცვით და სამართლიანი ანაზღაურებით.

ხარისხიანი ქსოვილები, მიკვლევადი წარმოშობის მასალები და ტექსტილის რესურსის ოპტიმიზაცია

დიკა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო თავდაპირველი მასალების მოძიებასა და გამოყენებას. ცხოველთა კეთილდღეობის ფაქტორიდან დაწყებული გატყიანებით, ანუ ტყეების გაშენებით, დამთავრებული, ჩვენ მიწოდების ჯაჭვს სრულად ვაკონტროლებთ - წარმოების პროცესის თითოეულ ეტაპს თავიდან ბოლომდე მივყვებით (დართვა, შეღებვა, ქსოვილის ტრანსპორტირება). ჩვენმა ლაბორატორიებმა შეიმუშავეს ეკოლოგიური ძაფები, რომლებიც გადამუშავებულ პოლიესტერზე დაყრდნობით იქმნება - ასე ვახერხებთ თან შესანიშნავი პროდუქციის წარმოებას და თან გარემოსდაცვითი კომპონენტის გათვალისწინებას.

ჩვენი სერტიფიკატები და მათი მნიშვნელობა:

ISO 9001:2015 სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს ხარისხის მართვის სისტემისთვის არსებულ მოთხოვნებს. ამის მეშვეობით კომპანიას საშუალება ეძლევა მომხარებლისა და მარეგულირებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ შესაბამისი პროდუქტი და მომსახურება ბაზარზე გაიტანოს.

ISO 14001:2015 სტანდარტი, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ და მართონ თავიანთი საქმიანობის, პროდუქტებისა და მომსახურეობის გარემოსდაცვითი ასპექტები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გარემოზე.

ISO 45001:2018 საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს საწარმოო ჰიგიენისა და უსაფრთხოების მართვის სისტემისთვის, იძლევა ინსტრუქციებს მისი დანერგვის შესახებ და ასე საშუალებას აძლევს ორგანიზაციას გააუმჯობესოს სამუშაო პირობებით გამოწვეული დაზიანებებისა და დაავადებების პრევენცია.

SA8000 არის საერთაშორისო სერტიფიცირების სტანდარტი, რომელიც წაახალისებს ორგანიზაციებს შეიმუშაონ, შეინარჩუნონ და განახორციელონ სოციალურად მისაღები სამუშაო ადგილის პრაქტიკა.

OHSAS 18001:2017 OHSAS 18001 არის სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მართვის სისტემის მოთხოვნებს, რათა თითოეულ ორგანიზაციას შეეძლოს გამოავლინოს, შეაფასოს და მართოს საწარმოო ჰიგიენის რისკები, ასევე გააუმჯობესოს თავისი საქმიანობა ამ სფეროში. OEKO-TEX®Standard 100 OEKO-TEX არის საერთაშორისო დამოუკიდებელი ორგანიზაცია ტექსტილის ნაწარმისა შესამოწმებლად, მის ფუნქციაში შედის სრული წარმოების პროცესის, სამუშაო პირობებისა და ნარჩენების რეგულირების დაკვირვება. STANDARD 100 უზრუნველყოფს, რომ ქსოვილებმა გაიარონ სპეციალური ტესტი, რამაც უნდა გამორიცხოს შემადგენლობაში მავნე ნივთიერებების არსებობა. OEKO-TEX® Step ეს არის ტექსტილის ბრენდების, საცალო ვაჭრობისა და მწარმოებლების სერტიფიცირების სისტემა, რომელთაც სურთ მდგრადი წარმოების სფეროში მიღწეული მიღწევების შესახებ გამჭვირვალედ, სანდოდ და გასაგები ფორმით იურთიერთონ საზოგადოებასთან. FSC FSC® ბრენდი ამოწმებს ტყის რესურსიდან წამოღებულ პროდუქტებს; უზრუნველყოფს, რომ სათანადოდ და პასუხისმგებლობით მართოს ეს პროცესი, მკაცრი გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური სტანდარტების შესაბამისად. Canopy Style Canopy თანამშრომლობს ტყის ინდუსტრიის უმსხვილეს მომხმარებლებსა და მათ მიმწოდებლებთან. ის კონცენტრირებულია ბიზნეს გადაწყვეტილებების შემუშავებაზე, რათა დაიცვას ის დარჩენილი ტყის რესურსები, რომლებზეც ადამიანთა გავლენა არ ასახულა. მიზანია, რომ კომპანიებმა განავითარონ თავიანთი კომერციული პრაქტიკა და შეიმუშავონ მთელ მსოფლიოში გადაშენების პირას მყოფი ტყეების პრობლემების მუდმივი გადაჭრის გზა.

GRS GRS არის საერთაშორისო პროდუქტის სტანდარტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს მესამე მხარის სერტიფიცირებისათვის შემდეგ კრიტერიუმებზე: გადამუშავებული მასალების კონტენტი, მომარაგების ჯაჭვის მონიტორინგი, სოციალური და გარემოსდაცვითი პრაქტიკა და გამოყენებული ქიმიკატების მოთხოვნების დაცვა. იგი გავრცელებულია 50-ზე მეტ ქვეყანაში და გათვლილია კომპანიებზე, რომლებიც იყენებებენ: დამუშავების, დაწვნის, ქსოვისა და შეღებვის, ბეჭდვისა და კერვის მეთოდებს. მისი სერთიფიკატი ადასტურებს: სწორად აღიარებულ პროდუქციას, კონტენტს; კარგ სამუშაო პირობებს, ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შემცირებას გარემოზე.

The RWS (Responsible Wave Standard) უზრუნველყოფს ფერმებიდან იმ მატყლის მიწოდებას, რომელიც შეესაბამება ცხოველთა კეთილდღეობისა და პროცესის შემსუბუქებისთვის გაწერილ მკაცრ სტანდარტებს, ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.

THE WOOLMARK COMPANY ვულმარკი მსოფლიოში შალის ქსოვილების სფეროში ცნობილი ლიდერი და ავტორიტეტია. კომპანია ხელს უწყობს მატყლის უპირატესობების წარმოჩენას ტანსაცმლის წარმოებისას. ის სერთიფიკატს გასცემს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ბაზარზე ავრცელებენ და გარანტიას უწევენ მაღალი ხარისხის მატყლს.

OCS (Organic Mixed Content Standard) ამოწმებს და სერთიფიკატს გასცემს ბუნებრივი ძაფებისგან (ბოსტნეულის ან ცხოველის) დამზადებულ ტექსტილის პროდუქტებზე, ბიომეურნეობის კრიტერიუმების შესაბამისად. ადასტურებს ორგანული მეურნეობის ბუნებრივი ძაფების შემცველობას ტექსტილის პროდუქტებში (როგორც შუალედურ, ასევე მზა პროდუქციაში); უზრუნველყოფს ნედლეულის, შუალედური პროდუქტებისა და მზა პროდუქციის გამჭირვალობას სრულ წარმოების ჯაჭვზე დაკვირვებით.

BCI (Better Cotton Initiative) მსოფლიოში ყველაზე დიდი ბამბის მდგრადობის პროგრამაა, რომელიც მოიცავს ორგანიზაციებს - ფერმებიდან დაწყებული მოდისა და ტექსტილის ბრენდებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებით დასრულებული. ის ბამბის სექტორს უფრო ეკოლოგიურად, სოციალურად და ეკონომიკურად მდგრადი წარმოების პრაქტიკისკენ უბიძგებს.

ECOLABEL EU ECOLABEL EU ეკოლოგიური მაღალი ხარისხის ეტიკეტია. ის ენიჭება იმ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ გარემოსდაცვით სტანდარტებს თავიანთი სიცოცხლის ციკლის მანძილზე: ნედლეულის მოპოვება, წარმოება, დისტრიბუცია და რეალიზაცია. ევროკავშირის ეკოლაბელი ხელს უწყობს წრიული ეკონომიკის განვითარებას მწარმოებლების წახალისებით, რომ წარმოების პროცესში გამოიყოს ნაკლები ნარჩენები და CO2. ეს კრიტერიუმი ასევე მოუწოდებს კომპანიებს შეიმუშაონ გამძლე, დაზიანების შემთხვევაში ადვილად შესაკეთებელი და მოხმარების შემდეგ მარტივად გადამუშავებადი პროდუქტები.

Higg Index ინსტრუმენტთა ნაკრები, რომელიც საშუალებას იძლევა შეაფასოს კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია და მდგრადობა.

The Content Claim Standard (CCS) CCS არის სტანდარტი, რომელიც კომპანიებს სთავაზობს სპეციალურ ხელსაწყოს იმის დასადასტურებლად, რომ ერთი ან ერთზე მეტი კონკრეტული მასალა საბოლოო პროდუქტშია. თითოეულ ორგანიზაციას ამოწმებს დამოუკიდებელი მესამე მხარე.

DETOX ე.მიროგლიოს ჯგუფი Greenpeace Detox Catwalk-ის მიერ კლასიფიცირებული კომპანიების მიმწოდებელია - ეს კომპანიები კლასიფიცირებულია როგორც "Avant-Garde". ე. მიროგლიოს მიზანია, წარმოების პროცესიდან მავნე ნივთიერებების გამოყენების აღმოფხვრა, ამ ნივთიერებებს შორის არის Greenpeace-ის მიერ დასახელებული 11 პრიორიტეტული ჯგუფიც.

ZDHC Gateway CCS გამოიშვა 2017 წლის ივლისში. დაფუძნდა, რათა გააზიაროს ჩამდინარე წყლების ტესტები და მონაცემები, რომლებიც შექმნილია ZDHC Accepted Laboratories-ის მიერ ჩატარებულ ტესტებსა და ZDHC ჩამდინარე წყლების სახელმძღვანელოზე დაყრდნობით.

pictograms