ქალთა მოდის სამყაროში ზოგიერთი სტილი მარადიულ კლასიკად რჩება - სტილად, რომელიც მარტივად უძლებს დროს. ერთ-ერთი მათგანია ქალის ბამბისა და ჟაკარდის კოსტიუმი - კომფორტისა დამრავალფეროვნების გაერთიანება, მდიდრული იერისდამატებით. ბამბისა დაჟაკარდის კოსტიუმმა შეძლო და წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც პოდიუმებზე, ისექალბატონების გულებში.
ჟაკარდი ქსოვილის სახეობაა, გამორჩეული თავისი რთული საქსოვი პატერნებით, რომლებიც შექმნილია სპეციალური საქსოვი დაზგის ტექნიკით. ჩვენი კოსტიუმების დასამზადებლად, როცა ბამბა, რბილი და სუნთქვადი მასალა, ჟაკარდს ერევა, იდეალურ კომბინაციას ვიღებთ - ელეგანტურობისა და პრაქტიკულობის სრულყოფილ დუეტს. გარემოსა და სიტუაციას მნიშვნელობა არ აქვს - ოფიციალური საქმიანი გარემო თუ საღამოს წვეულება, დიკას კოლექციის კოსტიუმები მოდურობისა და ფუნქციონალურობის ნაზავს გთავაზობთ.
ბამბა-ჟაკარდის ქალის კოსტიუმების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ასპექტი დიზაინისა და ნიმუშების ფართო არჩევანია. ქსოვილი უზრუნველყოფს უნიკალურ განცდას შეხებისას - ორნამენტები მთლიან ჩაცმულობას ანიჭებს ტექსტურას, რაც კოსტიუმს კიდევ უფრო დახვეწილად აქცევს.
ბამბა-ჟაკარდის კოსტიუმების მრავალფეროვნება მათ გარდერობის აუცილებელ ელემენტად აქცევს. თუ ოფიციალურ გარემოსთვის გსრუთ ჩაცმულობის აწყობა: შეუხამეთ კოსტიუმი ღილებიან პერანგს ან აბრეშუმის ბლუზს; ალტერნატიულად, უფრო ყოველდღიური სტილისთვის, მოარგეთ ეს პიჯაკი გარდერობის სხვა ტანისამოსს. სრული კოლექცია იხილეთ აქ.