​მოსაცმელი, რომელიც შეგიყვარდებათ!

ტყავის ბაიკერის მოსაცმელი იმ ტანსაცმელს მიეკუთვნება, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან. უბრალო და ელეგანტური, ის თანაბრად უხდება როგორც ჯინსს, ისე ჰაეროვან კაბებსა და დახვეწილ ფანქარ-ქვედაბოლოებს.

ბაიკერის მოსაცმელიშეგიძლიათ მთლიანად შავ ჩაცმულობას მოარგოთ, ან გრაფიკულ პრინტებს შეუხამოთ - გააჩნია სასურველ სტილსა და განწყობას.

ის როკენროლის, მეამბოხე სულებისა და საზღვართა რღვევის სიმბოლოა - მკაცრი წესებისგან თავდაღწევის. სწორედ ამ მიზეზით გვაძლევს ბაიკერის ქურთუკი მოულოდნელი კომბინაციების შექმნის შესაძლებლობას. მაგალითად, ისეთ ქსოვილებთან, როგორებიცაა, შალი, ბამბა, რეიონი.

გარდამავალი სეზონისთვის ეს მოდელი ყველაზე ოპტიმალური არჩევანია - სითბოსა და კომფორტის გარდა, ის მოდურობასა და ელეგანტურობას გვპირდება. მოდის სამყაროში ამ ცნობილი მოსაცმლის ნაჭრის ვერსიაც არსებობს. 

pictograms