როცა მარადიულ ელეგანტურობასა და კლასიკად ქცეულ სტილზე ვსაუბრობთ, მაშინვე ტვიდის კოსტიუმი გვახსენდება. ის არ ემორჩილება დროის დინებასა და მოდის სამყაროს წესებს, შედეგად კი საქმიანი სამოსის უკვდავ მაგალითად რჩება. კლასიკური ტვიდის კოსტიუმი ნებისმიერ ჩაცმულობას უფრო ფორმალურად გარდაქმნის - მაშინვე თავისებურ ელეგანტურობის ელფერს მიანიჭებს.
შემოდგომა 23-ის კოლექციაში ტვიდის ტრადიციულ კომპოზიციას ბამბა აქვს დამატებული, რაც კლასიკად ქცეულ სტილს ახალ სიცოცხლეს სძენს. მაგალითად, ამ სეზონზე დიკას კოლექციაში პირველად ჩნდება ბამბის შემოცველობით წარმოებული ტვიდის შარვალი - სწორი, დახვეწილი და ეფექტური.
მუდმივად ცვალებად მოდის სამყაროში ტვიდის კოსტიუმი მარადიული სტილისა და ელეგანტურობისსიმბოლოა. დაათვალიერეთ შემოდგომა 23-ის კოლექცია სრულად ჩვენს საიტზე.