მალინისფერი - ვარდისფერის ნათელი ტონი, ე.წ. „ფუქსია“, ყოველთვის თვალისმომჭრელი და შთამბეჭდავია. შემოდგომის ფერთა პალიტრაში ფუქსიას ვარდისფერი გამაცოცხლებელი და კონტრასტული ფერია - ის ჩვენს გარდერობს ენერგიასა და ხალისს მატებს. რამდენიმე კვლევით დასტურდება, რომ მალინისფერის ჩაცმა ბევრად უფრო ახალგზარდულ იერს გვანიჭებს.
თავიდან მოდის პოდიუმებზე გამოჩნდა, თუმცა დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ახლა მალინისფერი მხოლოდ საღამოს კაბებსა და კლასიკურ ჩაცმულობებში აღარ გამოიყენება - მან ოფისსა და ხმაურიან ქუჩებშიც შეძლო თავის დამკვიდრება. ამ ფერის მრავალფეროვნება უამრავი კომბინაციის აწყობის საშუალებას გვაძლევს: მალინისფერის ჩაცმა შესაძლებელია როგორც ძირითად ფერად, ისე სტილის აქცენტად, ჩაცმულობის გამოსაცოცხლებლად.
თუ აქამდე მალინისფერის პოტენციალი არ აღმოგიჩენიათ, გთავაზობთ, ამ შემოდგომას მისცეთ შანსი მას და თქვენს გარდერობს დიკას მალინისფერი კოლექციის მოდელები შემატოთ: მაგალითად, ეს ელეგანტური პალტო ან ულამაზესი ჩანთა. უფრო მეტი შთაგონებისთვის ესტუმრეთ ჩვენი საიტის ამ სექციას.