ამ სეზონზე პალტო ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ინვესტიციაა - დიკას პალტოები სპეციალურად შექმნილია ისე, რომ თან მოდურად გამოიყურებოდეთ და თან შემოდგომა-ზამთრის ცივმა ამინდებმა არ შეგაწუხოთ. ქსოვილების ხარისხი, ჭრილები, ფერები: პალტოს არჩევისას ამ ძირითად ელემენტებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.
შემოდგომის კოლექციის ფერები უმეტესად მონოქრომულია - კლასიკური ტონები კრემისფერის ტონალობების პალიტრით და უფრო ცოცხალი ტონები მწვანესა და მალინისფერის სახით. პალტოების სილუეტები მრავალფეროვანია: სტრუქტურირებული, oversize, ორმაგშესაკრავიანი, მოტკეცილი. მოდელების უმეტესობის წარმოებისას გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მატყლი. ზოგადად ჩვენი მომხმარებლების ფავორიტი სტილი დიკას ხელითშესრულებული პალტოებია - მათ განახლებული დიზაინებით ამ კოლექციაშიც იპოვით.
შემოდგომა 23-ისთვის შემოთავაზებაც გვაქვს: თუ მიმდინარე კოლექციის პალტოს შეიძენთ, საჩუქრად დიკას ჩასადებსა და ბრენდირებულ საკიდს მიიღებთ. დაათვალიერეთ პალტოების კოლექცია აქ.