შემოდგომის სუსხიან დღეებს ნაქსოვი ტანისამოსი უხდება - თან კომფორტულია, თან თბილი და თან წინა საახალწლო განწყობაც შემოაქვს.
დიკას კოლექციის ნაქსოვი მოდელების ხაზი მრავალფეროვანია. მაგალითად, კლასიკური კარდიგანის მოდელი, V-ს ფორმის ყელითა და კომპოზიციაში შალის მაღალი შემცველობით - ის საოფისე სტილსაც უხდება და ყოველდღიურად ჩასაცმელადაც შესაფერისია.
ტრადიციულად, კოლექციაში ასევე შეგხვდებათ ელეგანტური ნაქსოვი კაბები, რომლებიც თან სილუეტს გამოკვეთენ და თან მაქსიმალურ კომფორტს გვპირდებიან.
სვიტერები სხვადასხვა სტილისაა: მაღალყელიანი, მრგვალი საყელოს ხაზით, მონოქრომული და დახვეწილი. კოლექციის ნაქსოვი ტანისამოსი დამზადებულია გადამუშავებული პოლიესტერის ძაფებითა და მატყლით. პრინტები და ფერების პალიტრა, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანია. დაათვალიერეთ კოლექცია ჩვენს საიტზე.