ონლაინ მაღაზიის საშუალებით ნაყიდი საქონელი შესაძლებელია დაბრუნდეს ან გადაიცვალოს „დიკას“ ბრენდირებულ მაღაზიაში ან გაიგზავნოს გამყიდველის საწყობში საქონლის მიწოდების დღიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში.დასაბრუნებელ საქონელს უნდა ახლდეს ქვითარი ან ინვოისი. დაბრუნებული საქონელი უნდა იყოს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც გაიყიდა, ორიგინალი შეფუთვით და იარლიყით, ყოველგვარი ჭუჭყის ან კოსმეტიკური პროდუქტების კვალის გარეშე.იმ შემთხვევაში თუ კლიენტს სურს შეცვალოს პროდუქტის ზომა, უნდა შეავსოს „გადაცვლის ფორმა სხვა ზომის პროდუქტისთვის“. თუ მოთხოვნილი ზომის პროდუქტი არსებობს, განხორციელდება გადაცვლა. თუ გადაცვლის ფორმაში არ იქნება მონიშნული ახალ ზომაში გადაცვლის ველი, ჩაითვლება, რომ მომხმარებელს არასასურველი პროდუქტის დაბრუნება სურს.თუ კლიენტს შეძენილი პროდუქტის სხვა პროდუქტში გადაცვლა სურს, უნდა შეავსოს „სხვა მოდელში გადაცვლის ფორმა“. გადაცვლა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ახალი პროდუქტი შესაბამისი ზომით. თუ გადასაცვლელი პროდუქტი გადაცვლილ(ახალ) პროდუქტზე იაფი ღირს, მყიდველმა დარჩენილი თანხა ან ფორმის შევსებისას ან პროდუქტის ადგილზე მიტანისას უნდა გადაიხადოს. სხვაობის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მყიდველს მიეწოდება ელექტრონულად, ელ-ფოსტის მეშვეობით.
საქონლის გადაცვლას ან დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები და სატრანსპორტო ხარჯები უნდა დაფაროს კლიენტმა. საქონელი უნდა დაბრუნდეს ჩეკთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამყიდველი არ აგებს საქონელზე პასუხს. პროდუქტები უნდა დაბრუნდეს მითითებულ მისამართზე:
-მისამართი- ქ. თბილისი, რუსთაველის 40-40 ა
3.9 3.8 პუნქტში მითითებულ მისამართზე დაბრუნებულ საქონელში გადახდილი თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს ბანკის მეშვეობით საწყობში პროდუქტის მიღებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში. მომხმარებლის საბანკო ანგარიშის დეტალები წარმოდგენილი უნდა იყოს დასაბრუნებელ ფორმაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამყიდველი არ აგებს პასუხს ბანკის არასწორად მითითებულ რეკვიზიტებზე. კლიენტს აუნაზღაურდება საქონლის შესაძენად გადახდილი თანხა.