აღმოაჩინე DiKa
დროის სულისკვეთებით შთაგონებული DiKa აერთიანებს ესთეტიკასა და სიმარტივეს, კლასიკური, საქმიანი სტილის სილუეტებსა და ინოვაციურ დიზაინს. თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, DiKa მოსავს სხვადასხვა თაობის, პროფესიული სფეროს თუ განსხვავებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ქალბატონებს, რათა დაეხმაროს მათ გამოავლინონ თავიანთი უნიკალურობა და სტილი.
ჩვენი კოლექციები ეძღვნება თანამედროვე ქალს – დინამიკურს, თავისუფალს, პასუხისმგებლიანსა და საკუთარ სტილში დარწმუნებულს, რომელსაც უყვარს მოდა და აღიქვამს მას როგორც პირადი ბრენდინგის ნაწილს. ის ცხოვრობს აქ და ახლა, პოულობს საყვარელ ტანსაცმელს საქმიანი შეხვედრებისთვის, მოგზაურობისთვის, დასვენებისა და ჰიბრიდული მუშაობისთვის.
DiKa NOW, THEN AND TOMORROW
DiKa არის პრემიუმ კლასის ევროპული ქალის ტანსაცმლის ბრენდი. 2017 წლიდან ის ეკუთვნის E. Miroglio Group-ს – ტექსტილისა და მოდის ინდუსტრიის გლობალურ ლიდერს. შეძენის შემდეგ, ბრენდმა განაგრძო აქტიური განვითარება და გახსნა მაღაზიები ბულგარეთში, საფრანგეთში, რუმინეთში, სერბეთსა და საქართველოში.
სოფია, ბუქარესტი, თბილისი, პიროტი და ევროპის სხვა ქალაქები გვთავაზობენ DiKa-ს როგორც ფიზიკურ მაღაზიებს, ასევე ციფრულ პლატფორმებს. ერთ სივრცეში ყველაფერი – ასეთი კონცეფცია გვაძლევს ფართო არჩევანს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სტილს: კორპორატიული, სპორტულ-ელეგანტური, გამოსასვლელი, დასვენების და მოგზაურობისთვის განკუთვნილი სამოსი, რომელიც გაერთიანებულია ბრენდის უნიკალური ხელწერით.
მაღალი ხარისხი და საუკეთესო ფასის თანაფარდობა ბრენდის დნმ-შია. ჩვენი კოლექცია მოიცავს კოსტიუმებს, პიჯაკებს, კაბებს, შარვლებსა და ქვედაბოლოებს, რომლებიც აკმაყოფილებს თანამედროვე ქალის საჭიროებებს – კომფორტი, ელეგანტურობა და ხარისხი ერთ მთლიანობაში. ჩვენი ტანსაცმელის 100%

მზადდება ევროპაში, გამჭვირვალე და კვალიფიცირებადი პროცესით, შრომითი კანონმდებლობის, მდგრადობისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.
ინსპირაცია ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაში მოდის მეშვეობით
100% ადგილობრივი წარმოება ევროპაში
გამჭვირვალობა, ხარისხი და კვალიფიცირება: ჩვენი ქსოვილების 95% იწარმოება ჩვენსავე ქარხნებში, რაც უზრუნველყოფს მაღალ სტანდარტებს.
ჩვენი მდგრადიკორპორატიული ღირებულებები:
ოპტიმიზებული წარმოება: წარმოების რაოდენობის ფრთხილი დაგეგმვა ტექსტილის ნარჩენების მინიმუმამდე შესამცირება და მათი ხელახალი გამოყენება
მომხმარებელზე ზრუნვა: მასალების ფრთხილად შერჩევა მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
თანამშრომელთა კეთილდღეობა: ჯანსაღი სამუშაო გარემო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კორპორატიული კულტურა.
ეკოლოგიური პასუხისმგებლობა:
• ლოკალური წარმოება ამცირებს CO2-ის ემისიებს
• გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობა
• წყლის დაზოგვისა და გაფილტვრის მეთოდები
• მავნე ქიმიური ნივთიერებების თავიდან აცილება
• ინოვაციური გადამუშავების პრაქტიკა